ახალი ამბები

რუსი სამხედროები კოდორს ტოვებენ

(თბილისი, 13 აპრილი, “სივილ ჯორჯია”) – რუსეთის სამშვიდობო ძალების სამხედროები კოდორის ხეობას ტოვებენ, – განაცხადა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ 13 აპრილს.

12 აპრილს პრეზიდენტი შევარდნაძე კოდორის ხეობაში ჩავიდა და რუს სამხედროებს ულტიმატუმი წაუყენა 8 საათის განმავლობაში ხეობის დატოვების მოთხოვნით.

თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის მირიან კიკნაძის თქმით, რუსი სამხედროები ხეობას ღამით ვერ დატოვებდნენ, ამიტომ გუშინ მათ მხოლოდ უკან გასასვლელად მოსამზადებელი სამუშაოები დაიწყეს.

“ჩვენ ვაკონტროლებთ სიტუაციას ხეობაში და ჯარების გაყვანა ჩვენი მეთვალყურეობით მოხდება,” – განუცხადა თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა “სივილ ჯორჯიას”.

მსგავსი/Related

Back to top button