ახალი ამბები

რუსი სამშვიდობოები კოდორში ბლოკირებულნი არიან

(თბილისი, 12 აპრილი, “სივილ ჯორჯია”) – საქართველოს თავდაცვის სამინისტრო იუწყება, რომ კოდორის ხეობის ადგილობრივ მოსახლეობას და იქ მყოფ ქართულ შეიარაღებულ ჯარს (სასაზღვრო ძალებს) 80 კაციანი რუსი სამხედრო დანაყოფი ბლოკირებული ჰყავს.

რუსეთის სამშვიდობო ძალების ქვედანაყოფები კოდორში 12 აპრილს, დილით, ქართული მხარის ნებართვის გარეშე განლაგდნენ.

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ხელმძღვანელი ჯონი ფირცხალაიშვილი ამჟამად გალის რაიონში იმყოფება, – იუწყება თავდაცვის სამინისტრო.

This post is also available in: English (ინგლისური)

Back to top button