ახალი ამბები

შევარდნაძე კოდორში ჩადის

(თბილისი, 12 აპრილი, “სივილ ჯორჯია”) – საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე დღეს კოდორის ხეობას ეწვევა, – იუწყება სახელმწიფო კანცელარიის პრესსამსახური.

შევარდნაძის გადაწყვეტილება კოდორის ხეობაში რუსეთის სამშვიდობო ძალების მოულოდნელმა გაოჩენამ გამოიწვია.

დღეს დილით კოდორში რუსეთის სამშვიდობოების გამოჩენამ ადგილობრივ მოსახლეობაში პანიკა გამოიწვია.

ოფიციალური თბილისის მტკიცებით, რუსეთმა მას თავისი გეგმის შესახებ წინასწარ არაფერი აუწყა. ქართველი დეპუტატები რუსეთის ამ ქმედებას საქართველოს წინააღმდეგ მიმართულ აგრესიას უწოდებენ.

This post is also available in: English (ინგლისური)

მსგავსი/Related

Back to top button