ახალი ამბები

სამხედრო წვრთნები ფოთში

(თბილისი, 10 აპრილი, “სივილ ჯორჯია”) – 10-12 აპრილს ფოთში გეგმური სამეთაურო-საშტაბო სწავლება “ნაპირი-2002” მიმდინარეობს, იუწყება საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.

სწავლებაში 3000-მდე სამხედრო იღებს მონაწილეობას, მათ შორის არიან როგორც საზღვაო თავდაცვის ძალები, ასევე ჰაერსაწნააღმდეგო თავდაცვისა და სამხედრო ავიაციის ქვედანაყოფები.

წვრთნებს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი ჯონი ფირცხალაიშვილი ხელმძღვანელობს.

“ნაპირი-2002”-ის მიზანია საბრძოლო ვითარების დროს სწავლებაში მონაწილე ძალებს შორის ურთიერთშეთანხმებული მოქმედებების დამუშავება. საშტაბო-თეორიული მეცადინეობები პრაქტიკული წვრთნებით დასრულდება.

მსგავსი/Related

Back to top button