ახალი ამბები

ევროსაბჭოს წარმომადგენელი საქართველოს სტუმრობს

(თბილისი, 10 აპრილი, “სივილ ჯორჯია”) – ევროსაბჭოს მინისტრთა საბჭოს კომიტეტის თავმჯდომარე და ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი ანტანას ვალიონისი 10-11 აპრილს საქართველოს სტუმრობს.

ევროსაბჭოს წარმომადგენელი თბილისში საქართველოს პრეზიდენტს, საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს, დეპუტატებსა და თანამდებობის სხვა პირებს შეხვდება.

შეხვედრებზე ევროსაბჭოს მიერ საქართველოსადმი წაყენებული ვალდებულებები განიხილება. ეს ვალდებულებები საქართველოს 1999 წელს დაეკისრა, როცა ამ ორგანიზაციის წევრი გახდა.

მსგავსი/Related

Back to top button