ახალი ამბები

ქართულ-აფხაზური მოლაპარაკებები საზოგადოებრივ-ეკონომიკურ პრობლემებზე

(თბილისი, 8 აპრილი, “სივილ ჯორჯია”) – ქართული და აფხაზური მხარეები დღეს სოხუმში გამართულ მოლაპარაკებებზე საზოგადოებრივ-ეკონომიკურ პრობლემებზე იმსჯელებენ.

ქართულ დელეგაციას საქართველოს საგანგებო საქმეთა მინისტრი მალხაზ კაკაბაძე უძღვება. მოლაპარაკებებში მონაწილეობას იღებს გაეროს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი საქართველოში დიტერ ბოდენი.

შეხვედრაზე განიხილება აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული რადიაციული წყაროების განეიტრალების საკითხი, თანამშრომლობა ტელეკომუნიკაციის სფეროში და განათლების პრობლემები გალის რაიონში.

შეხვედრაზე, სავარაუდოდ, 7 მარტს რუს სამშვიდობოებზე მომხდარ თავდასხმაზეც იმსჯელებენ. ქართული მხარე ირწმუნება, რომ თავდასხმა პროვოკაცია იყო. თავდასხმაში მონაწილეობას ქართველი მებრძოლებიც უარყოფენ.

 

მსგავსი/Related

Back to top button