ახალი ამბები

აშშ-ის საქართველოსადმი დახმარება უკვე მიმდინარეობს – ამბობს პენტაგონი

(თბილისი, 6 აპრილი, “სივილ ჯორჯია”) – “ჩვენი გეგმები უკვე ხორციელდება საქართველოში, იემენსა და ფილიპინებზე. ჩვენ მათ აქტიურად ვეხმარებით წვრთნაში, დაზვერვასა და აღჭურვაში, რათა მათ თავად შეძლონ ბოლო მოუღონ მათ ქვეყანაში მყოფ ტერორისტებს”, განუცხადა გუშინ, 4 აპრილს, საინფორმაციო სააგენტო “ფოქსს” აშშ-ის თავდაცვის მდივნის თანაშემწემ ვიქტორია კლარკმა.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოადგილის გელა ბეჟუაშვილის მიერ აპრილის დასაწყისში გაკეთებული განცხადებით, აშშ-ის სამხედრო ინსტრუქტორები საქართველოში აპრილის მიწურულს ჩამოვლენ.

ამერიკელი ინსტრუქტორები ქართველ სამხედროებს პანკისის ხეობაში ანტიტერორისტული ოპერაციის ჩასატარებლად მოამზადებენ.

მსგავსი/Related

Back to top button