ახალი ამბები

შევარდნაძე გაეროს სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა

(თბილისი, 6 აპრილი, “სივილ ჯორჯია”) – პრეზიდენტი შევარდნაძე გუშინ, 5 აპრილს, საქართველოში გაეროს გენერალური მდივნის წარმომადგენელს დიტერ ბოდენს შეხვდა.

შეხვერდის დეტალები უცნობია. სავარაუდოდ, მასზე აფხაზეთში არსებული დაძაბული ვითარება განიხილეს.

4 აპრილს ქართველ და აფხაზ მებრძოლებს შორის შეიარაღებული შეტაკება მოხდა. აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის განცხადებით, შეტაკებისას ერთი აფხაზი დაიღუპა, რამდენიმე კი ქართველმა მებრძოლებმა დააკავეს.

ქართველი პარტიზანების მტკიცებით, აფხაზი მეომრები სამეგრელოში ტერორისტულ აქტს ამზადებდნენ. აფხაზური მხარე შეტაკების ფაქტს საერთოდ უარყოფს.

მსგავსი/Related

Back to top button