Placeholder canvas
ახალი ამბები

საქართველოს, აზერბაიჯანის, სომხეთისა და რუსეთის უშიშროების მდივნების შეხვედრა

(თბილისი, 27 მარტი, “სივილ ჯორჯია”) – საქართველოს, აზერბაიჯანის, სომხეთისა და რუსეთის უშიშროების საბჭოთა მდივნები დღეს ერთმანეთს სოჭში ხვდებიან.

ოთხი კავკასიური ქვეყნის უშიშროების საბჭოთა მდივნები რეგიონული უსაფრთხოებისა და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე იმსჯელებენ.

საქართველოს უშიშროების საბჭოს ახლად დანიშნული მდივნისთვის თედო ჯაფარიძისთვის ეს პირველი მნიშვნელოვანი შეხვედრაა. ის ახალი კონპეტენციის შესრულებას 25 მარტს შეუდგა. 

This post is also available in: English (ინგლისური)

მსგავსი/Related

Back to top button