ახალი ამბები
ფრაქციათა უმრავლესობა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე თანხმდება
(თბილისი, 25 მარტი, “სივილ ჯორჯია”) – გუშინ, 24 მარტს, საპარლამენტო ფრაქციებმა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები განიხილეს. დეპუტატებმა შეიმუშავეს მემორანდუმი, რომლის თანახმადაც არჩევნები არაუგვიანეს ა.წ. ივნისისა უნდა გაიმართოს. ბლოკი “აღორძინება” იყო ერთადერთი საპარლამენტო გუნდი, რომელმაც მემორანდუმს ხელი არ მოაწერა. დოკუმენტის თანახმად, რაიონული საკრებულოები, ქალაქის მერები და გუბერნატორები არჩევითია და მათ არ ნიშნავს პრეზიდენტი, როგორც ეს ახლა არის. კანონპროექტს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შესახებ პარლამენტი ამ კვირას განიხილავს.
This post is also available in: English (ინგლისური)