ახალი ამბები
პენტაგონი საქართველოს სამხედრო დახმარების ბოლო ეტაპს განიხილავს
(თბილისი, 19 მარტი, “სივილ ჯორჯია”) – “მდგომარეობა კვლავინდებურად არ შეცვლილა, ჩვენ საბოლოო დეტალებს ვამუშავებთ,” განაცხადა 18 მარტს გამართულ ბრიფინგზე პენტაგონის წარმომადგენელმა ვიქტორია კლარკმა. “ჩვენ ვაპირებთ დავეხმაროთ მათ [საქართველოს და იემენს] ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში, ამჟამად ჩვენ ამ გეგმის ბოლო დეტალებს განვიხილავთ,” განაცხადა კლარკმა. აშშ-ის სამხედრო ინსტრუქტორები საქართველოში თავდაცვის სამინისტროს ოთხი ქვედანაყოფის გასაწვრთნელად უახლოეს დღეებში ჩამოვლენ.
This post is also available in: English (ინგლისური)