ახალი ამბები
სომხები რუსული სამხედრო ბაზის გაყვანის წინააღმდეგნი არიან
(თბილისი, 18 მარტი, “სივილ ჯორჯია”) – საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან ნინო ბურჯანაძესთან შეხვედრისას ახალქალაქის ადგილობრივმა მოსახლეობამ განაცხადა, რომ ის ახალქალაქში განთავსებული რუსული სამხედრო ბაზის გაყვანის წინააღმდეგნია. ნინო ბურჯანაძემ სამცხე-ჯავახეთის რეგიონი 16-17 მარტს მოინახულა. ახალქალაქის მაცხოვრებელთა 15% რუსულ სამხედრო ბაზაზეა დასაქმებული. თავად ქალაქის მაცხოვრებელთა უმრავლესობას ეთნიკური სომხები წარმოადგენენ. საქართველო ბაზის გაყვანას სამი წლის ვადაში ითხოვს. რუსული მხარის მტკიცებით კი, სამხედრო ბაზის გაყვანას 14 წელი მაინც დასჭირდება.
This post is also available in: English (ინგლისური)