ახალი ამბები

პრეზიდენტი საქართველო-რუსეთის ჩარჩო-ხელშეკრულების პროექტს აფასებს

(თბილისი, 11 მარტი, “სივილ ჯორჯია”) – 11 მარტს გამართულ რადიო ინტერვიუში პრეზიდენტმა შევარდნაძემ განაცხდა, რომ ჩარჩო-ხელშეკრულების პროექტი, რომელიც საქართველოსა და რუსეთს შორის თანამშრომლობას ითვალისწინებს, ქართული მხარის ინტერესებს სრულიად აკმაყოფილებს.

10 მარტს საქართველოს პრეზიდენტმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, პარლამენტის თავმჯდომარემ და მთავრობის სხვა წარმომადგენლებმა ხელშეკრულების პროექტი განიხილეს.

1994 წლის 3 ნოემბერს საქართველოს და რუსეთის პრეზიდენტებმა ქვეყნებს შორის მშვიდობიანი და მეგობრული თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი.

პირველი მოლაპარაკებები ახალ ჩარჩო-ხელშეკრულებასთან დაკავშირებით გასული წლის დეკემბერში თბილისში გაიმართა. მოლაპარაკებები აპრილში განახლდება.

This post is also available in: English (ინგლისური)

მსგავსი/Related

Back to top button