ახალი ამბები

საქართველო ირწმუნება, რომ პანკისის პრობლემას დამოუკიდებლად მოაგვარებს

(თბილისი, 19 თებერვალი, “სივილ ჯორჯია”) – საქართველოს პრეზიდენტის პრეს-ცენტრმა გაავრცელა ინფორმაცია იმის შეახებ, რომ საქართველოს დამოუკიდებლად შეუძლია პანკისის პრობლემის მოგვარება.

პრეზიდენტის პრეს-მდივანმა კახა იმნაძემ უარყო საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტოების მიერ გავცელებული ინფორმაცია, თითქოს საქართველომ დახმარებისათვის სხვა სახელმწიფოებს მიმართა.  

`ერთიანი ოპერაციების ჩატარება არარეალურია”,  განაცხადა იმნაძემ.

17 თებერვალს პანკისში ბოროტმოქმედებმა ქართული ბლოკპოსტებიდან 4 პოლიციელი გაიტაცეს.

This post is also available in: English (ინგლისური)

მსგავსი/Related

Back to top button