skip to content
ახალი ამბები

კიდევ ერთი თავდასხმა დეპუტატზე

17 იანვარს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ თხოვნით მიმართა სამართალდამცავებს პარლამენტარ სანდრო ბრეგაძის თავდასხმაზე რეაგირება მოეხდინათ.

17 იანვარს დილის სამ საათზე რამოდენიმე შეიარაღებული ნიღბიანი პირი ბრეგაძის ბინას თავს დაესხა. სანდრო ბრეგაძის განცხადებით დამნაშავეებმა ბინიდან მის სახელზე გაფორმებული ტაბელური იარაღი და ფული გაიტაცეს.

ბრეგაძე თვლის რომ ის სამართალდამცავების მიერ იქნა გაქურდული.

ეს საქართველოში პარლამენტის წევრზე თავდასხმის მეორე შემთხვევაა. 18 იანვარს ფრაქცია “ახალი აფხაზეთი-ქრისტიან დემოკრატების” წევრი გოჩა ჯოჯუა მძიმედ გალახეს. ჯოჯუა ამტკიცებდა, რომ იგი თბილისის პოლიციის სამმართველოს ყოფილმა უფროსმა სოსო ალავიძემ ცემა. 

This post is also available in: English (ინგლისური)

მსგავსი/Related

Back to top button