ახალი ამბები

ენერგეტიკის სამინისტრომ უმნიშვნელოვანესი ელექტროგადამცემი ხაზის შეკეთება კვლავ ვერ შეძლო

(თბილისი. 4 იანვარი. “სივილ ჯორჯია”) – საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის სამინისტრომ ვერ შეძლო 2 იანვრს დაზიანებული ელექტროგადამცემი ხაზის “კავკასიონის” აღდგენა.  “კავკაისონი” რუსეთიდან ელექტროენერგიით ამარაგებდა საქართველოს.

ამჟამად ელექტროენერგია თბილისის მხოლოდ სასიცოცხლო ობიექტებს მიეწოდება.

ამჟამად, საქართველოს დიდად არის დამოკიდებული სომხეთიდან შემოსულ ელექტროენერგიაზე. 3 იანვარს “ეი-ი-ეს”-მა ერთი თვით გაახანგრძლივა სომხეთთან არსებული კონტრაქტი ელექტოენერგიის შესყიდვის თაობაზე.

This post is also available in: English (ინგლისური)

Back to top button