ახალი ამბები
შევარდნაძე: მე არ მინდა ასეთი რეფორმები
(თბილისი. 19 დეკემბერი. “სივილ ჯორჯია”) – დღეს პრეზიდენტმა შევარდნაძემ ყოფილი საგადასახადო შემოსავლების მინისტრი მიხეილ მაჭავარიანი და მის მიერ ჩატარებული რეფორმები გააკრიტიკა. “რეფორმების შედეგი ის იყო რომ სამინისტროს ხელმძღვანელობამ იმდენი მოიპარა რამდენიც შესაძლებელი იყო. მე არ მინდა ესეთი რეფორმები” განაცხადა ედუარდ შევარდნაძემ მთავრობის სხდომაზე. მიხეილ მაჭავარიანმა საგადასახადო შემოსავლების მინისტრის პოსტი 2001 წლის 15 აგვისტოს მთავრობის პოლიტიკისადმი პროტესტის ნიშნად დატოვა. ის რეფორმატორთა ჯგუფის ერთ-ერთ წევრად ითვლება. მაჭავარიანი აპირებს მონაწილეობა მიიღოს გურჯაანში 2002 წელს დაგეგმილ მაჟორიტარი დეპუტატის განმეორებით არჩევნებში.
This post is also available in: English (ინგლისური)