ახალი ამბები

რეფორმატორები პატარკაციშვილის კრედიტის წინააღმდეგ

(თბილისი. 13 დეკემბერი. “სივილ ჯორჯია”) – რეფორმატორების სახელით ცნობილი ჯგუფი ეწინააღმდეგება თბილისის მიერიის მიერ ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის მიერ ერთი მილიონი დოლარის კრედიტით გამოყოფას. აღნიშნული თანხა თბილისის “საქგაზისადმი” წარმოქმნილ დავალიანებას უნდა მოხმარდეს.  კრედიტი სამწლიანი. 

ამ თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში თბილისი გაზის გარეშე დარჩებოდა.

დეპუტატი ვანო მერაბიშვილი მიიჩნევს, რომ მერია ვერ გადაიხდის კრედიტს, რის გამოც იძულებული იქნება პატარკაციშვილს ის ობიექტები და კომპანიები გადასცეს, რომლებსაც მერიისადმი დავალიანება გააჩნიათ.

ბადრი პატარკაციშვილი რუსი სამართალდამცველების მიერ იძებნება. ერთი თვის წინ მისი ექსტრადიციის მოთხოვნით რუსეთის გენპროკურატურამ საქართველოს სამართალდამცველებს მიმართა.

This post is also available in: English (ინგლისური)

მსგავსი/Related

Back to top button