ახალი ამბები

ა.შ.შ. გუდაუთის სამხედრო ბაზის საერთაშორისო მონიტორინგს უჭერს მხარს

(თბილისი. 5 დეკემბერი. “სივილ ჯორჯია”) – “ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთსა და საქართველოს რათა რაც შეიძლება მალე მოხდეს გუდაუთის სამხედრო ბაზის სტატუსის გარკვევა. ეს აუცილებლად უნდა განხორციელდეს სრული ტრანსფარენტულობის პრინციპის დაცვით”, განაცხადა ა.შ.შ.-ის სახელმწიფო მდივანმა კოლინ პაუელმა ბუხარესტში, ეუთო-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრისას 4 დეკემბერს.

რუსეთის მტკიცებით მან უკვე მოახდინა გუდაუთის ბაზის ლიკვიდაცია, თუმცა ქართული მხარე სამხედრო ბაზასთან დაკავშირებით საერთაშორისო მონიტორინგის ჩატარებას მოითხოვს. წინააღმდეგ შემთხვევაში საქართველო იტოვებს უფლებას არ მიიჩნიოს ბაზის ლიკვიდაცია დასრულებულად, აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.

რუსული მხარე, ისევე როგორს აფხაზეთის არაღიარებული ხელისუფლება გუდაუთაში საერთაშორისო დამკვირვებლების ჩასვლის წინააღდეგნი არიან.

This post is also available in: English (ინგლისური)

მსგავსი/Related

Back to top button