ახალი ამბები

ძველი მინისტერბის უმრავლესობა პოსტებს უბრუნდება

(თბილისი. 4 დეკემბერი. “სივილ ჯორჯია”) – დღეს, პარლამენტამ მინისტრობის 8 კანდიდატურა დაამტკიცა. ყველა მათგანი ძველი მთავრობის წევრია.

ზურაბ ნოღაიდელი წინააღმდეგობის მიუხედავად კვლავ ფინანსთა მინისტრი გახდა, ისევე როგერც დავით მირცხულავა – ენერგეტიკის მინისტრი.

მათ გარდა დღეს პარლამენტმა შემდეგი კანდიდატურები დაამტკიცა: ლევან ძნელაძე – საგადასახადო შემოსავლების მინისტრი, ავთანდილ ჯორბენადძე – ჯამრთელობისა და სოცუზრუნველყოფის მინისტრი, დავით კირვალიძე – სოფლის მეურნეობის მინისტრი, მერაბ ადეიშვილი – ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის მინისტრი, მერაბ ჩხენკელი – ურბანიზაციისა და განხახლების მინისტრი, გიორგი გაჩეჩილაძე – ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრი.

ვაკანტური რჩება სახელმწიფო, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის და ქონების მართვის მინისტრის პოსტები.

ნინო ჩხობაძე, ჯერჯერობით ერთადერთია, რომლის კანდიდატურაც პარლამენტმა ჩააგდო.

This post is also available in: English (ინგლისური)

მსგავსი/Related

Back to top button