ახალი ამბები

თბილისი რუსეთს კვლავ გიორგაძის საკითხს ახსენებს

(თბილისი. 12 ნოემბერი. სივილ ჯორჯია) – “როდესაც საქართველოს კრიმინალების დაკავებასა და რუსეთისთვის გადაცემას სთხოვენ, მე მოვუწოდებდი რუსეთის ხელისუფლებას იგორ გიორგაძე გაიხსენონ,” განაცხადა პრეზიდენტმა შევარდნაძემ 12 ნოემბერს.

ქართველი სამართალდამცველები იგორ გიორგაძეს 1995 წელს ედუარდ შევარდნაძის წინააღმდეგ ტერაქტის ორგანიზებაში ადანაშაულებენ. წლების განმავლობაში საქართველო რუსეთს მის გადმოცემას უშედეგოდ თხოვს.

პრეზიდენტის აღნიშნული განცხადება მოჰყვა 11 ნოემბერს რუსეთის გენპოკურატურის საქართველოსადმი მოთხოვნას ჩეჩენი საველე მეთაურის რუსლან გელაევის დაჭერასა და რუსეთში ექსტრადიციის თაობაზე.

7 ნოემბერს ედუარდ შევარდნაძემ აღიარა, რომ გელაევი საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფება.

Back to top button