
ახალი ამბები
პარლამენტი თავმჯდომარეს ბიულეტენებით აირჩევენ
(თბილისი. 9 ნოემბერი. “სივილ ჯორჯია”) – დღეს დილის 11:00 საათზე გახსნილ საპარლამენტო სხდომაზე დეპუტატებმა მოილაპარაკეს, რომ არჩევნები უნდა ჩატარდეს ბიულეტენების გამოყენებით და არა პულტების საშუალებით. ბიულეტენების დათვლა კი მოხდება პარლამენტის სპეციალური საარჩევნო კომისიის მიერ. 12:00 საათზე სხდომაზე შესვენება გამოცხადდა, 13:00 საათზე კი ერთმანეთს შეხვდებიან ფრაციათა ხელმძღვანელები. შეხვედრაზე ფრაქციები გადახედავენ საარჩევნო კომისიის შემადგენლობას. ასევე განისაზღვრება მისი ახალი წევრების ვინაობა, რომელთა შორის საკუთარი წარმომადგენლები ეყოლება პარლამენტის თავჯდომარეობის თითოეულ კანდიდატს. სხდომა 16:00 საათზე განახლდება, რომლის მიმდინარეობისას სავარაუდოდ მოხდება ახალი პარლამენტის თავმჯდომარის არჩევა.