ახალი ამბები

ლეკიშვილი ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს ითხოვს

ნიკო ლეკიშვილი
პარლამენტის წევრი, ყოფილი საპარლამენტო უმრავლოსობის ლიდერი

“სივილ ჯორჯია” (ს.ჯ.): როგორ შეაფასებდით პარლამენტის თავჯდომარის არჩევნების გარშემო შექმნილ ვითარებას?

ნიკო ლეკიშვილი (ნ.ლ.): თავჯდომარის არჩვნების გარშემო შექმნილი რთული ვითარება იმის ბრალია, რომ კანდიდატურებთან დაკავშირებით თავიდანვე არ ჩატარდა ყველა ფრაქციასთან კონსულტაცია. პარლამენტის თავმჯდომარის კანდიდატურის განხილვა არ უნდა მოხდეს პარლამენტის სხდომაზე.

როდესაც ერთი კანდიდატურა დასახელდა, რიგი ფრაქციების წარმომადგენლებმა კონსულტაციებში მონაწილეობა არ მიიღეს. ამის თავიდან აცილება შეიძლებოდა. ჯერ კიდევ სექტემბერში პრეზიდენტს შევთავაზე, შეექმნა ნდობის ჯგუფი, რომელშიც პარლამენში მოღვაწე ყველა პოლიტიკური ძალა გაერთიანდებოდა და ამ ფორმატში მოხდებოდა ყველა საკითხის განხილვა. ჩემთვის გაუგებარი მიზეზების გამო ნდობის ჯგუფის შექმნაზე უარი ითქვა. არადა რომ ჩამოგვეყალიბებინა ეს ჯგუფი ჩვენ ასეთ აბსურდამდე არ მივიდოდით.

დღეს ამ საკითხის განხილვას თან სდევს გაუგებარი პოლიტიკური ფონი. კანდიდატურების განხილვისას დაიწყო რაღაც ჯგუფური შეკრებები, ფიქრი გარკვეული თანამდებობის განაწილებაზე. ასეთი პოლიტიკური ვაჭრობის ფონზე მოსალოდნელი იყო არეულობა პარლამენტში.

6 ნოემბერს დილით პარლამენტში ცალკეული პოლიტიკური ძალები ერთ ბანაკში იყვნენ, რამდენიმე საათის შემდეგ კი მათ პოზიცია კარდინალურად შეიცვალეს. ეს ყველაფერი იმას მიანიშნებს, რომ საქმე გვაქვს პოლიტიკურ არასტაბილურობასთან. მეტსაც ვიტყვი, საქმვე გვაქვს პოლიტიკურ უპრინციპობასთან, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ ამ პარლამეტმა ამოწურა თავისი შესაძლებლობები და რაც მალე დაინიშნება ახალი საპარლამენტო არჩევნები, მით უფრო კარგი იქნება. თუ პარლამენტში მყოფი ხალხი ქვეყანაზე ფიქრობს, გამოვაცხადოთ თვითდაშლა და ჩავატაროთ ახალი არჩევნები.

ს.ჯ.: თქვენ პოლიტიკური ვაჭრობა ახსენეთ, თბილისში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად პარლამენტის თავჯდომარის კანდიდატურა ბათუმში პრეზიდენტისა და აჭარის ავტონომიის მეთაურის შეხვევდრისას შეთანხმდა

ნ.ლ.: არა მგინია ეს ინფორმაცია სწორი იყოს. პრეზიდენტმა ერთ-ერთ ინტერვიუში თქვა კიდეც, რომ იგი არ აპირებს ჩაერიოს პარლამენტის თავმჯდომარის არჩევის პროცესში. წინააღმდეგ შემთხვევაში, იტყოდა, ამა და ამ კანდიდატს დაუჭირეთ მხარიო.

ს.ჯ.: 6 ნოემბერს “აღორძინების” ბლოკის ფრაქციათა წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ არ აპირებდნენ ნინო ბურჯანაძისთვის ხმის მიცემას. რაც შეეხება ვაჟა ლორთქიფანიძეს, უფრო სავარაუდო იყო, რომ “აღორძინების” ხმები მას მიეღო. ჯემალ გოგიტიძის კანდიდატურის წარდგენით, მხარდამჭერები არა ბურჯანაძეს, არამედ ლორთქიფანიძეს მოაკლდა. ანსთან დაკავშირებით რა კომენტარს გააკეთებდით?

ნ.ლ.: ვერ გეტყვით, რასთან გვაქბს საქმე. არა ვარ დარწმუნებული, რომ აღორძინების ხმები ვაჟასთან მიდიოდა. მათ გადაწყველიტი ჰქონდათ ხმა არავისთვის არ მიეცათ. მათი ნაბიჯი გათვლილია მეორე ტურზე.

ს.ჯ.: თქვენი აზრით, მეორე ტურში გასვლის მეტი შანსი ვის აქვს?

ნ.ლ.: პროგნოზის გაკეთება ზალიან ძნელია. არ ვიცი, ვინ, ვის, რაში გაურიგდება. მე მგონი, აქ ფსონი დევს იმაზე, თუ თავის ამომრჩეველს ვინ დაჰპირდება მეტს.

ს.ჯ.: ანუ ვაჭრობა შევარდნაძესა და ჟვანიას შორის?

ნ.ლ.: არა, ახლა წავიდა ფრაქციული მოლაპარაკებები. ამ პროცესს ვეღარავინ აკონტროლებს.

ს.ჯ.: იმ შემთხვევაში, თუ “მრეწველებისა” და “მაჟორიტარების” კოალიციამ დააყენა საკუთარი კანდიდატურა, რაზეც უკვე არის საუბარი, ისინი ხმებს ართმევენ ნინო ბურჯანაძეს. ხომ არ გგონიათ, ამ შემთხვევაში, მხოლოდ ამ ორი ფრაქციის ინიციატივით არ მოხდება ამ გადაწყვეტილების მიღება და პროცესში უკვე ჩარეულია კანცელარიის შესაბამისი სამსახური, რომელსაც მაჟორიტართა დიდ ნაწილზე საკმაო გავლენა აქვს?

ნ.ლ.: ვერ დაგეთანხმებით. ისე კი, საკმაოდ აბსურდული სიტუაციაა.

ს.ჯ.: შესაძლებელია თუ არა დადგეს თქვენი კანდიდატურა?

ნ.ლ.: არა. თუმცა თავის დროზე იყო რამდენიმე ფრაქციის შემოთავაზება, მაგრამ დაიწყო საუბარი იმაზე, ხმას მოგცემთ, თუ ასე და ასე იქნებაო. კატეგორიულად წინაარმდეგი ვარ, რომ ამაში მონაწილეობა მივიღო. ჩემთვის არ არსებობს კომპრომისზე წასლა თანამდებობის გულისათვის.

Back to top button