ახალი ამბები

შევარდნაძე ვადამდელი საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების წინააღმდეგია

პრეზიდეტნმა შევარდნაძემ ვადამდელი საპარლამეტო და საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების შესაძლებლობა კატეგორიულად გამორიცხა. დღეს გამართულ ბრიფინგზე ედუარდ შევარდნაძემ განაცხადა, რომ იგი თანამდებობის დატოვებას არ აპირებს.

ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას კი არსებული კონსტიტუცია არ ითვალისწინებს და ამისათვის საკონსტიტუციო ცვლილებებია გასატარებელი, განაცხადა პრეზიდეტნმა შევარდნაძემ.

დეპუტატი და ყოფილი იუსტიციის მინისტრმა მიხეილ სააკაშვილმა 4 ნოემბერს განაცხადა, რომ აუცილებელია ვადამდელი საპრეზიდეტნო და საპარლამენტო არჩევნების ჩატარება და პარალელურად საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელებაზე მუშაობის დაწყება.

This post is also available in: English (ინგლისური)

მსგავსი/Related

Back to top button