Placeholder canvas
ახალი ამბები

პროკურატურა ცისკარიშვილს ნარკობიზნესთან კავშირში ადანაშაულებს

საქართველოს გენერალური პროკურატურა დეპუტატ პეტრე ცისკარიშვილს ნარკობიზნესთან კავშირში ადანაშაულებს. 

ცისკარიშვილი, რომელიც ამავე დროს პარლამენტის ყოფილი თავჯდომარის ზურაბ ჟვანიას პირადი სამდივნოს ხელმძღვანელია, ბრალდებას უარყოფს და აცხადებს, რომ პროკურატურის გადაწყვეტილება ხელისუფლების მიერ რეფორმატორთა წინააღმდეგ დაწყებული ბრძოლის ნაწილია.

7 მაისს პეტრე ცისკარიშვილი, საცოლესთან ერთად პანკისის ხეობაში გაიტაცეს.  გამტაცებელთა ვინაობა და მიზეზები დღემდე უცნობია, თუმცა სამართალდამცველი სტურქტურებიდან გამოჟონა ინფორმაციამ, რომ ციხკარიშვილის გატაცება მის ნარკობიზნესთან კავშირს უკავშირდებოდა. 

This post is also available in: English (ინგლისური)

მსგავსი/Related

Back to top button