ახალი ამბები

ნინო ბურჯანაძე – პარლამენტის თავჯდომარეობის ამ დროისთვის გამოკვეთილი კანდიდატი

პარლამენტის თავჯდომარების ყველაზე რეალური კანდიდატი ნინო ბურჯანაძეა, განუცხადა “სივილ ჯორჯიას” კორესპონდეტს სარწმუნო წყრომ პარლამენტიდან. ამის თაობაზე კონსულტაციები ფრაქციათა შორის უკვე მიმდინარებს და ფრაქციათა უმრავლესობა ამ კანდიდატურაზე შეთანხმდა.

ნინო ბურჯანაძე ჟვანიას რეფორმატორთა გუნდის წარმომადგენლად არის მიჩნეული. იგი ამჟამად, საგარეო ურთიერთობათა საპარლამენტო კომიტეტის თავჯდომარეა.  

რაც შეეხაბა  ამ საკითხზე პრეზიდენტ შევარდნაძის კომენტარს, მისი განცხადებით პარლამენტის პრეროგატივაა თუ ვინ ინება თავჯდომარე და მისი მხრიდან ამ საკითხში ჩარევა არაკორექტული იქნებოდა.

This post is also available in: English (ინგლისური)

მსგავსი/Related

Back to top button