ახალი ამბები

შევარდნაძესა და აბაშიძეს შორის ურთიერთობები განიმუხტა

პრეზიდენტმა შევარდნაძემ დღეს ბათუმში ვიზიტისას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავჯდომარე ასლან აბაშიძე ქვეყნის აღმშენებლობისათვის გაწეული ღვაწლისათვის ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენით დააჯილდოვა.

“დღეიდან შემიძლია თბილისს ყოველგვარი შიშის გარეშე ვესტუმრო”, განაცხადა აბაშიძემ დაჯილდოების ცერემონიალისას.

როგორც ცნობილია, აბაშიძე წლების განმავლობაში თბილისში არ ჩამოდიოდა, რადგან მის წინააღმდეგ მოსალოდნელი ტერაქტის ეშინოდა.

პარლამენტის რეფორმატორთა ფრთის წარმომადგენლები შევარდნაძეს აჭარის ავტორიტარულ მმართველთან თანამშრომლობისთვის აკრიტიკებენ.  

Back to top button