ახალი ამბები

ა.შ.შ. შევარდნაძეს მხარს უჭერს

ა.შ.შ.-ის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა საქართველოს პრეზიდენტთან გამართული სატელეფონო საუბრისას, ედუარდ შევარდნაძის პოლიტიკისადმი მხარდაჭერა გამოხატა. მან დადებითად შეაფასა პრეზიდენტ შევარდნაძის მიერ კრიზისიდან გამოსასვლელად გადადგმული ნაბიჯები.

დღესვე, საქართველოში ა.შ.შ.-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ფილიპ რემლერმა განცხადება გააკეთა, რომელშიც ამერიკის მთავრობის საქართველოს პრეზიდენტისადმი მხარდამჭერი იყო გამოთქმული.

“ამის მიუხედავად საქართველოს მოსახლეობას სრული უფლება აქვს ხმამაღლა გამოთქვას თავისი პოზიცია”, განაცხადა ფილიპ რემლერმა დღეს გამართულ პრეს-კონფერენციაზე.

მისი თქმით შეერთებული შტატების ხელისუფლება ედუარდ შევარდნაძეს განიხილავს, როგორც საქართველოში დემოკრატიის გარანტს.

This post is also available in: English (ინგლისური)

მსგავსი/Related

Back to top button