ახალი ამბები

შევარდნაძის ბრიუსელში ვიზიტი გადაიდო

გადაიდო პრეზიდენტ შევარდნაძის სამუშაო ვიზიტი ბრიუსელში, რომელიც 5 ნოემბერს უნდა დაწყებულიყო, განაცხადა პრეზიდენტის პრეს-მდივანმა კახა იმნაძემ. ამის მიზეზი ქვეყანაში შექმნილი რთული მდგომარეობაა.

დაგეგმილი იყო ედუარდ შევარდნაძის შეხვედრა ნატო-ს გენერალურ მდივანთან ლორდ რობერტსონთან, ასევე პრეზიდენტის მოხსენებით გამოსვლა ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობების, ადამიანის უფლებათა დაცვის, უშიშროებისა და თავდაცვის კომიტეტში.

This post is also available in: English (ინგლისური)

მსგავსი/Related

Back to top button