ახალი ამბები

სახელმწიფო ტელევიზიამ თარგამაძეს ტაში დაუკრა

1 ნოემბერს, სახელმწიფო ტელევიზიის თოკ-შოუ “რას ფიქრობს ხალხის” პირდაპირ ეთერში გადაყენებულ მინისტრთა უმრავლესობა, ყოფილი გენპროკურორი გია მეფარიშვილი და ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავჯდომარე ირინა სარიშვილი-ჭარნტურია მიიწვიეს.

სახელმწიფო ტელევიზიის ჟურნალისტებმა და ყოფილმა მინისტრებმა დამოუკიდებელი ტელეკომპანია “რუსთავი 2”, ზურაბ ჟვანიასა და მიხეილ სააკაშვილთან ერთად საპროტესტო აქციების ორგანიზატორობაში დაადანაშაულეს.

შინაგან საქმეთა ექს-მინისტრის კახა თარგამაძის სტუდიაში გამოჩენას გადაცემის მონაწილეები ტაშით შეხვდნენ.

ყოფილმა მინისტრებმა და პირველი არხის ჟურნალისტებმა რეფორმატორთა ლიდერები სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში დაადანაშაულეს.

ამასობაში კი დეპუტატი მიხეილ სააკაშვილი სიტუაციის გართულების თავიდან აცილების მიზნით პარლამენტის შენობის წინ შეკრებილ მომიტინგეებს დაშლისაკენ მოუწოდებდა.

Back to top button