ახალი ამბები

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს განცხადება

საქართველოში ა.შ.შ.-ის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ფილიპ რემლერმა პარლამენტის თავჯდომარესთან დახურულ კარს მიღმა გამართული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტების წინაშე ა.შ.შ.-ის სახელით განცხადება გააკეთა:

ა.შ.შ. მსოფლიოში პირველი ქვეყანაა, რომელმაც სიტყვის თავისუფლება ქვეყნის კონსტიტუციაში შეიტანა. ა.შ.შ.-მა მსოფლიოს ყველა ქვეყანაში სიტყვის თავისუფლების განუხრელი მხარდამჭერია.

სიტყვის თავისუფლება ნიშნავს აზრის გამოხატვის უფლებას, მიუხედავად ამ აზრის არაპოპულარულობისა თუ კრიტიკულობისა არსებული ხელისუფლების მიმართ.

სამართალდამცველი ორგანიების მოვალეობაა დაიცვან სიტყვის თავისუფლება ყველგან, სადაც კი ის არსებობს. იქ, სადაც სამართალდამცველი ორგანოები აღარ იცავენ სიტყვის თავისუფლებას ან აქტიურად ეძებენ ამა თუ იმ საბაბს სიტყვის თავისუფლების ხელყოფისათვის, იქ სიტყვის თავისუფლებაც წყვეტს არსებობას.

ამასთან დაკავშირებით, გავიხსენოთ, რომ საბჭოთა კავშირის დროს, ის ვინც სიტყვის თავისუფლებას ეზიარა ან სხვა რაიმე, ე.წ. “პოლიტიკური დანაშაული” ჩაიდინა, ხშირად გაასამართლეს ისეთი შეუსაბამო საბაბით, როგორიცაა ეკონომიკური დანაშაული.

დამოუკიდებელ საქრთველოს, პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის მეთაურობით, სიტყვის თავისუფლების შესანიშნავი ისტორია აქვს. საქართველოს ხალხი აფასებს ამ უფლებას. ეს აშკარად გამოიხატა ამ ბოლო დღეებში საპროტესტო აქციებით, რომლებიც მიმართულია უშიშროების სამინისტროს ქმედების წინააღმდეგ.

საქართველო გახდა ევროსაბჭოს წევრი და მჭიდროდ თანამშრომლობს დასავლეთის სხვა პოლიტიკურ, ეკონომიკურ და უშიშროების სტრუქტუბთან სიტყვისა და პრესის თავისუფლების მხრივ დადებითი რეპუტაციის წყალობით.

ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს პოლიტიკურ ხელმღვანელობას და ქვეყნის სამართალდამცველ ორგანოებს, სრულფასოვნად დაიცვან სიტყვის თავისუფლება საქართველოში და ყველაფერი გააკეთონ იმისთვის, რომ უზრუნველყონ სახელმწიფოში ყველა იმ უფლების დაცვა, რასაც საქართველოს ხალხი მოელის. ეს იგივე უფლებებია, რომელთა დაცვას დასავლეთის ხალხები მოელიან თავიანთ ქვეყანაში.

Back to top button