ახალი ამბები

პრეზიდენტი დათხოვილ მინისტრებს ხვდება

ამ წუთებში სახელწმიფო კანცელარიის შენობაში მიმდინარეობს შეხვედრა პრეზიდენტ შევარდნაძესა და მის მიერ რამოდენიმე საათის წინ დათხოვილ მინისტრებს შორის.

ამ დროისთვის შეხვედრას ესწრებიან შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი კახა თარგამაძე, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი ნინო ჩხობაძე, კულტურის მინისტრი სესილი გოგიბერიძე და ფინანსთა მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი.

მთავრობის დანარცენი ყოფილი წევრები შეხვედრას შეუერთდებიან მოგვიანებით.

შეხვედრის ზუსტი შინაარსი ჯერჯერობით უცნობია.

Back to top button