ახალი ამბები

სააკაშვილი მიტინგზე

ყოფილი იუსტიციის მინისტრი მიხეილ სააკაშვილი მომიტინგეებს შეურთდა. ხალხი მას განსაკუთრებული ოვაციებით შეხვდა.

სააკაშვილის განცხადებით, ახალი ეროვნული მოძრაობა უნდა დაიწყოს არა მხოლოდ თბილისში, არამედ საქართველოს სხვა ქალაქებსა და რაიონებშიც.

მისი გამოსვლა წინ უსწრებდა პრეზიდენტის გადაწყვეტილებას აღმასრულებელი მთავრობის დათხოვნის შესახებ.

პრეზიდენტის გადაწყვეტილების შემდეგ სააკაშვილმა მოსახლეობას პირველი გამარჯვება მიულოცა

“რუსთავი 2”-თან დაკავშირებულ მოვლენების დროს სააკაშვილი საქართველოში არ იმყოფებოდა.

მსგავსი/Related

Back to top button