ახალი ამბები

პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია ფართოვდება

5,000-ზე მეტი ადამიანია შეკრებილი პარლამენტის შენობის წინ. მათი რიცხვი ყოველ წუთს იზრდება.

სტუდენტების, მას-მედიის, არასამთავრობო სექტორის, პარლამენტარებისა და უბრალო მოქალაქეების წარმომადგენლები შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობიდან გადაყენებას მოითხოვენ. თუ პრეზიდენტი მათ მოთხოვნას არ დააკმაყოფილებს პროტესტანტები თავად პრეზიდენტ შევარდნაძის გადადგომასაც მოითხოვენ.

30 ოქტომბერს “რუსთავი 2” ოფისის წინ დაწყებული აქცია, მომდევნო დღეს კანცელარიის შენობის წინ გაგრძელდა, რის შემდეგაც პროტესტმა პარლამენტის წინ გადაინაცვლა.

მიტინგის მონაწილეებმა გუშინ პრეზიდენტ შევარდნაძისა და შინაგან საქმეთა მინისტრის სურათები დაწვეს.  

This post is also available in: English (ინგლისური)

მსგავსი/Related

Back to top button