
საქართველო კოდორის დაბომბვაში რუსეთს ადანაშაულებს
კოდორის ხეობის ქართული სოფლები აფხაზებმა რუსების ხელშეწყობით დაბომბეს, განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გელა ბეჟუაშვილმა. “ამჟამად შემთხვევის ადგილზე თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები იმყოფებიან. ჩვენ დავამტკიცებთმ, რომ მომხდარში რუსებიც მონაწილეობდნენ”, აცხადებს თავდაცვის მინისტრიეს მოადგილე. საქართველოს საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტმა დაადასტურა, რომ დღეს საქართველოს საჰაერო სივრცეში, კერძოდ კი კოდორის ხეობის მიდამოებში რუსეთიდა ორი სამხედრო თვითბრინავი შემოვიდა. სწორედ ამ ფაქტიდან ცოტა ხანში განხორციელდა ორი ქართული სოფლის დაბომბვა. აფხაზეთში სიტუაციის გაუარესებით რუსეთი გუდაუთის ბაზის შენარჩუნებას და უფრო მეტიც, საქართველოში საკუთარი სამხედრო კონტიგენტის გაზრდასაც გეგმავს, აცხადებს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ბეჟუაშვილი. მისი თქმით საქართველო აფხაზეთის ტერიტორიაზე ამჟამად მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობას არავითარ შემთხვევაში არ მიიღებს.