ახალი ამბები

კოდორის ხეობის ქართული სოფლები დაიბომბა – 11:47 09.10

დღეს დილით, 5-6 საათზე, კოდორის ხეობის ქართული სოფლები დაიბომბა. ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს. ამ წუთებში სამინისტროში საგანგებო თათბირი მიმდინარეობს, რის შემდეგაც თავდაცვის მინისტრი დავით თევზაძე ოფიციალურ განცხადებას გააკეთებს.

ამასობაში კი რუსულმა საინფორმაციო სააგენტო “ინტერფაქსმა” აფხაზებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ თითქოს საქათველოს სამხედრო ავიაციამ გულრიფშის რაიონის სოფლები დაბომბა. ამ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტროში უარყოფენ.

აფხაზეთში რეზერვისტების მობილიზაცია მიმდინარეობს.

Back to top button