ახალი ამბები

კოდორის ხეობაში გაეროს მისიის ვერტმფრენი ჩამოაგდეს – 13.05 08.10

დღეს კოდორის ხეობაში საქართველოში გაეროს მისიის ვერტმფრენი ჩამოაგდეს, რის შედეგადაც სამი სამხედრო დამკვირვებელი დაიღუპა. ინფორმაცია რუსულმა საინფორმაციო სააგენტოებმა გაავრცელეს აფხაზეთის თვითაღიარებული ხელისუფლებაზე დაყრდნობით.

საქართველოში გაეროს მისია ჯერ-ჯერობით არანაირ კომენტარს არ აკეთებს, რადგან ელოდებიან ინფორმაციის დადასტურებას საკუთარი წყაროებიდან. მათი ინფორმაციით აღნიშნულ ვერტმფრენს დღეს კოდირის ხეობაში მონიტორინგი უნდა დაეწყო.

Back to top button