
ახალი ამბები
რუსეთი საქართველოსგან ტერორისტების განიარაღებას ითხოვს – 19:47 05.10
საქართველოს ხელისუფლება კატეგორიულად უარყოფს საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე (კოდის ხეობა) ქართულ-ჩეჩნური დაჯგუფების არსებობას და აცხადებს, რომ საქართველოს წინააღმდეგ ფართო მაშტაბიანი პროვოკაცია მზადდება.რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოთხოვა საქართველოს აღკვეთოს აფხაზეთში მოქმეთი ჩეჩნურ-ქართული შეიარაღებული რაზმების მოქმედება. “საქართველომ უნდა განაიარაღოს ეს დაჯგუფებები და გადასცეს ტერორისტები რუსეთს”, ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში.