
ახალი ამბები
თბილისი ქართველებსა და აფხაზებს შორის შეტაკების თაობაზე ინფორმაციას უარყოფს – 19:17 04.10
დღეს, რუსულმა საინფორმაციო სააგენტო “ინტერფაქსმა”, სლხუმის მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრზე დაყრდნობით გაავრცელა ცნობა, რომ გულრიფშთან 400-500 კაციანი ჩეჩნურ-ქართული რაზმია დისლოცირებული. შამბას განცხადებით, აღნიშნული სამხედრო დაჯგუფება გუშინ აფხაზებმა არტილერიის გამოყენებით სოფელ აკტიაბრსკოედან განდევნა.საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტრო უარყოფს ინფორმაციას აფხაზეთში ჩეჩენ-ქართველთა ერთობლივი სამხედრო რაზმების არსებობის თაობაზე. თუმცა აღიარებს, რომ სროლებს გულრიფშის მახლობლად მართლაც ქონდა ადგილი. დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ სროლებში ქართველი პარტიზანები არ მონაწილეობდნენ, აცხადებენ სამინისტროში.