ახალი ამბები

ჯერგენია აფხაზეთში ჩეჩენი ბოევიკების არსებობას უარყოფს

“აფხაზეთში სიტუაცია სტაბილურია და მდგომარიების გართულება მოსალოდნელი არ არის”, განაცხადა თვითგამოცხადებული აფხაზეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ანრი ჯერგენიამ პრეზიდენტ შევარდნაძესთან გამართული შეხვედრის შემდეგ. მან უარყო რუსეთის საინფორმაციო საშუალებების ინფორმაცია აფხაზეთში ჩეჩენი მეომრების ყოფნის შესახებ.

ჯერგენიას განცხადებით, პრეზიდენტ შევარდნაძესთან შეიარაღებული დაპირისპირების თავიდან აცილების საშუალებებზე ისაუბრეს. მოლაპარაკებათა სხვა დეტალები უცნობია.

This post is also available in: English (ინგლისური)

მსგავსი/Related

Back to top button