ახალი ამბები

მთავრობის სხდომა. 26 სექტემბერი, ოთხშაბათი, 2001.

* * *

26 სექტემბრის მთავრობის სხდომის დასაწყისში საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ ქვეყანაში არსებულ სიტაციასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. მან შექმნილ მდგომარეობას “რთული ოპერატიული ვითარება” უწოდა. როგორც ცნობილია 24 სექტემბეს აფხაზეთში გულრიფშის მახლობლად რუსეთის საინფორმაციო წყაროების მიხედვით ადგილი ჰქონდა საბრძოლო შეტაკებას აფხაზ დაჯგუფებასა და ჩეჩენ-ქართველთა ერთობლივ სამხედრო შენაერთს შორის. მოგვიანებით საქართველოს მხარემ აღიარა, რომ აფხაზეთის იმ ნაწილში, რომელსაც ოფიციალური თბილისი ვერ აკონტროლებს, მართლაც იმყოფება 400 ჩეჩენი მეომარი. 

“მივესალმები უკეთეს ურთიერთგაგებას ა.შ.შ.-სა და რუსეთს შორის. ასევე მისასალმებელია ყოველგვარი სიპტომი დიალოგისა რუსეთის ხელისუფლებასა და მეამბოხე ჩეჩნებს შორის. არ მეგულება მეორე ქვეყენა ამდენი ტკივილი და ზარალი განეცადა ტერორიზმისგან და აგრესიული სეპარატიზმისაგან, ვიდრე საქართველოა. ტეროროსტები არიან საქართველოშიც. ამას ყველა შეგუებულია და ყველამ იცის. მათი მოქმედების სისატიკე ბევრჯელ გამოცადა საქართველომ და პირადად მეც. ამიტომ სიფრთხილე გვმართებს. საქართველოში ჩეჩენ ლტოლვილებთან ერთად დაჭრილი მეომრებიც შემოვიდნენ. თუმცა მარტო ჩეჩნებში არ არის საქმე. ტერორისტები ეთნიკურ ქართველებს შორისაც არის”, ნათქვანია პრეზიდენტის განცხადებაში.

შევარდნაძის განცხადებით, 24 სექტემბერს ძალოვანი უწყებების ხელმძღვანელებთან შეხვედრისას განიხილეს არსებული ვითარება და კონკრეტული ღონისძიებებიც დასახეს, რომელთა ამოქმედებაც, პრეზიდენტის თქმით 26 სექტემბრიდან დაიწყო. შევარდნაძეს არ დაუკონკრეტებია თუ რა სახის ღონისძიებებზეა საუბარი. ამის შესახებ უშიშროების და შინაგან საქმეთა მინისტრებიც არ აკეთებენ კომენტარს.

“ტერორიზმის წინააღმდეგ საბრძოლველად საქართველო მზად არის რუსეთის შესაბამის უწყებებთან კონტაქტისათვის. კერძოდ საქართველოს გენერალური შტაბის უფროსი ჯონი ფირცხალაიშვილი იმყოფება მოსკოვში, სადაც შეხვედრებს და კონსულტაციებს მართავს სხვადასხვა უწყებათა ხელმძღვანელებთან. მე არ გამოვრიცხავ შეხვედრებს უფრო მაღალ დონეზეც და თუ საჭირო გახდა პრეზიდენტებს შორის შეხვედრასაც”, განაცხადა პრეზიდენტმა შევარდნაძემ.

ამავე დროს ედუარდ შევარდნაძემ საერთაშორისო თანამეგობრობას საქართველოში დამკვირვებლების გამოგზავნა თხოვა, რათა ისინი თავად დარწმუნდნენ, რომ საქართველო ტერორისტებს არ მფარველობს.

შევარდნაძემ ამ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვნად აფხაზეთში ყოველგვარი პროვოკაციის თავიდან აცილებას მიიჩნევს. 27 სექტემბერი სოხუმის დაცემის დღეა. პრეზიდნტმა მოუწოდა აფხაზეთში მოქმედ ქართულ პარტიზანულ დაჯგუფებებს ამ დღესთან დაკავშირებით არ გაამწვავონ ვითარება და არ განახორციელონ საომარი მოქმედებები.

* * * 

რაც შეეხება მთავრობის სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებს. ამ მხრივ აღსანიშნავია ეკონომიკის, მრეწველობის და ვაჭრობის სამინისტროში მომზადებული “სალიზინგო საქმიანობის შესახებ” კანონპროექტი.

კანონპროექტი მინისტრმა ვანო ჩხარტიშვილმა წარმოადგინა. მისი განცხადებით აღმნიშნული კანონპროექტი ხელს შეუწყობს საქრთველოში სალიზინგო საქმიანობის განვითარებას და ქვეყანაში წარმოების მთავარ საშუალებათა მოზიდვას. ჩხარტიშვილის განცხადებით, ამ ხრივ საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანაა აუცილებელი, რადგან ამ სახის ინვესტიციებზე შეღავათების არ გავრცელების შემთხვევაში ლიზინგური კომპანიების ამოქმედება შეუძლებელი გახდება.

შეღავათების დაწესების სასტიკი წინააღმდეგია ფინანსთა მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი. იგი აცხადებს, რომ ამ შემთხვევაში მომავალ წელს ბიუჯეტში შემოსავლები კატასტროფულად იკლებს. დაბარჩენმა მინისტრებმა, პრეზიდენტის მსგამვსად ვანო ჩხარტიშვილის მიერ წარმოდგენილ წინადადებებს მხარი დაუჭირეს.

აღსანიშნავია, რომ ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრი უკვე დიდი ხანია ცდილობს საქართველოში სახელმწიფო სალიზინგო კომპანიის შექმნას და “სალიზინგო საქმიანობის შესახებ” კანონპროექტის გატანას ლაბირებას უწევს. იტალიურ კომპანიასთან უკვე მიღწეულია შეთანხმება ერთობლივი ქართულ-იტალიური სალიზინგო საწარმოს შექმნის შესახებ, რომელშიც საქართველოს მხარეს 49%-იანი წილი ექნება.

მსგავსი/Related

Back to top button