ახალი ამბები

საქართველოს დაბომბვის საფრთხე არ ემუქრება

რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიაზე, კერძოდ კი პარკისში საომარი ოპერაციების განხორციელება მოსალოდნელი არ არის. “მიუხედავად რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ წარმოებული ინფორმაციული ომისა და დეზინფორმაციების გავრცელებისა, პანიკის არანაირი საფუძველი არ არსებობს. მოსკოვი პანკისში საქართველოსაგან დამოუკიდებლად საომარ ოპერაციებს არ განახორციელებს”, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა კახა სიხარულიძემ.

რუსეთის ოფიციალურ პირებს პანკისში ჩეჩენ ტერორისტთა მოსამზადებელი ბანაკების არსებობის შესახებ არა ერთხელ განუცხადებიათ, რასაც ოფიციალური თბილისი უარყოფს. ყოფილი უშიშროების მინისტრმა, დეპუტატმა ირაკლი ბათიაშვილმა 20 სექტემბერს განცხადა, რომ რუსეთი, უახლოეს პერიოდში პანკისისა და კოდორის ხეობების დაბომბვას გეგმავს.

This post is also available in: English (ინგლისური)

მსგავსი/Related

Back to top button