ახალი ამბები

რეფორმატორები შევარდნაძეს საბოლოოდ ემიჯნებიან

სააკაშვილის განცხადებით აუცილებელია დაიწყოს სახალხო მოძრობა აბაშიძე-შევარდნაძე-კანცელარიის არადემოკრატიული კოალიციის წინააღმდეგ, რათა საქართველო საბოლოოდ არ აღმოჩნდეს ჩათრეული კორუფციისა და მაფიოზური კლანების მორევში. 

მოსალოდნელია, რომ ამ მოძრაობაში პარლამენტის თავჯდომარე ზურაბ ჟვანია და მისი თანამოაზრეებიც შევლენ, რადგან იუსტიციის ექს-მინისტრი უკვე ღიად აცხადებს, რომ იგი ჟვანიას გუნდის წევრია, რომელიც აბაშიძე-შევარდნაძის კავშირს უპირისპირდება. სააკაშვილი აცხადებს, რომ ეს არ იქნება პოლიტიკური მოძრაობა, თუმცა კონკრეტულად რა ფორმას მიიღებს სახალხო მოძრაობა იგი არ აკონკრეტებს.

This post is also available in: English (ინგლისური)

მსგავსი/Related

Back to top button