ახალი ამბები

გადავარჩინოთ საქართველო კორუფციისაგან!

საზოგადოების ჯანსაღი ნაწილისა და თვით შევარდნძის პოლიტიკური გუნდის წევრთა თქმით, პრეზიდენტს კორუმპირებულ ჩინოვნიკთა გარემოცვაში ყოფნა უფრო ურჩევნია, ვიდრე კორუმპირებულთა სამსახურიდან დათხოვნა.

“ჩემი ცხოვრებისა და სახელმწიფოებრივი მოღვაწეობის უმთავრესი ამოცანა კორუფციასთან ბრძოლაა”, აცხადებს პრეზიდენტი. ხალხის დიდი ნაწილი კი დარწმუნებულია იმაში, რომ შევარდნაძე ცრუობს და მისი ანტიკორუფციული დაპირებები ისეთივე განუხორციელებელი დარჩება, როგორც პრეზიდენტის წინასაარჩევნო პროგრამა, წერს “რეზონანსი”. 

გაზეთს მოჰყავს უცხოელ ექსპერტთა შეფასებები. მათი თქმით, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა მხოლოდ მაშინ დაიწყება, როდესაც ისეთი სამთავრობო მექანიზმი შეიქმნება, რომლითაც შესაძლებელი გახდება მკაცრი სახელისუფლებო კონტროლი. ამას უნდა დაემატოს საკადრო პოლიტიკა, საკანონმდებლო ბაზა და ხელისუფლების პოლიტიკური ნება სახემწიფო ჩინოვნიკთა დასჯისა.

ამ მოსაზრებას ეთანხმება ქრისტიანულ-დემოკრატიული მოძრაობის ლიდერი ირაკლი შენგელაიაც. მან “რეზონანსთან” საუბრისას აღნიშნა, რომ ბევრი პრობლემა გამომდინარეობს კონსტიტუციიდან. მას მიაჩნია, რომ პრეზიდენტს უნდა შეეკვეცოს უფლებები, რაც ხელს შეუწყობს ანტიკორუფციულ პოლიტიკას. გარდა ამისა, უნდა მოხდეს ცვლილებები აღმასრულებელ ხელისუფლებაში. შენგელაიას არც პარლამენტის ამჟამინდელი შემადგენლობა აკმაყოფილებს და აცხადებს, რომ ის მთლიანად გადასარჩევია. 

“რეზონანსი”

მსგავსი/Related

Back to top button