ახალი ამბები

მთავრობის კიდევ ერთი სკანდალური სხდომაა მოსალოდნელი

4 სექტემბერს, მთავრობის გაფართოებულ სხდომაზე, ანტიკორუფციული საბჭოს თავჯდომარე მირიან გოგიაშვილი მოხსენებით გამოვა, რომელიც ქვეყანაში არსებულ კორუფციასთან დაკავშირებულ საკითხებს შეეხება.

სავარაუდოა, რომ მოხსენება, საკმაოდ სკანდალური იქნება. როგორც ცნობილია, ანტიკორუფციული საბჭოს თავჯდომარის მთავრობის წინაშე მოხსენება რამოდენიმე კვირის წინ უნდა შემდგარიყო, თუმცა პეზიდენტმა შევარდნაძემ, მირიან გოგიაშვილის მოხსენებაში მოყვანილი სენსაციური ფაქტების გადამოწმება სთხოვა და ამ მიზეზით მთავრობის სხდომაზე მისი გამოსვლა გადაიდო.

აღსანიშნავია, რომ ორშაბათის რადიო-ინტერვიუში პრეზიდენტმა შევარდნაძემ განაცხადა, რომ ქვეყანაში ყველა წინაპირობა არსებობს იმისთვის, რათა პრაქტიკული ანტიკორუფციული საქმიანობა დაიწყოს. “ყველას უნდა ეყოს ვაჟკაცობა აღიაროს, რაც სინამდვილეში ხდება – პარტიებსაც, პოლიტიკურ მოღვაწეებსაც და დეპუტატებსაც”, განაცხადა პრეზიდენტმა.

მსგავსი/Related

Back to top button