skip to content
ახალი ამბები

სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი “ქართული ოცნების” “ყალბ ინფორმაციებს” აკრიტიკებს 

იური კიმი, ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მთავარი მოადგილე “ქართული ოცნების” ყალბ ნარატივებს აკრიტიკებს. მათ შორის იგი საუბრობს საქართველოში “მეორე ფრონტის” გახსნაზე, “გლობალური ომის პარტიასა” და სახელმწიფო გადატრიალების შეთქმულებაში აშშ-ის ყოფილი ელჩის ჩართულობასთან დაკავშირებით ბრალდებებზე. ყოველ მათგანს იგი “ყალბ ინფორმაციას” (fake news) უწოდებს. 

“ყალბი ინფორმაციაა, როდესაც ამტკიცებ, რომ აშშ-ს საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა სურს,” განაცხადა კიმმა.  

აშშ-მა თანამდებობის პირმა ასევე დაგმო “ქართული ოცნების” მადისკრედიტირებელი კამპანია საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩის, კელი დეგნანის წინააღმდეგ, თითქოს იგი სახელმწიფო გადატრიალების შეთქმულებაში იყო ჩართული. “ყალბი ინფორმაციაა, როდესაც ამტკიცებ, რომ ამერიკის ელჩი, რომელიც პირადად წარმოადგენს ამერიკის პრეზიდენტს, ისეთ მეგობრულ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, არჩეული ხელისუფლების წინააღმდეგ  სახელმწიფო გადატრიალების მოსაწყობად რაიმე ფორმით შეთქმულებას აწარმოებს,” განაცხადა კიმმა. მის ციტატას X-ზე სახელმწიფო დეპარტამენტის კორესპონდენტი ალექს რაუფოღლუ ავრცელებს.

კიმმა ასევე დაგმო მმართველი პარტიის “გლობალური ომის პარტიის” შეთქმულების თეორია, რომლის თანახმადაც არსებობენ დაუსახელებელი გავლენიანი ძალები და პიროვნებები, რომლებიც მხარს უჭერენ გლობალურ ომს და რომელთაც ამერიკელ და ევროპელ პოლიტიკოსებზე გავლენა აქვთ. “ყალბია ინფორმაცია, როდესაც ამტკიცებ, რომ არსებობს გლობალური ომის პარტია, რომელსაც საქართველოსთვის ზიანის მიყენება სურს.” 

კიმმა ასევე განმარტა, რომ “ქართული ოცნების” წარმომადგენლები ცრუობენ, როდესაც ამტკიცებენ, რომ საქართველოს დასავლეთთან და მათ შორის აშშ-სთან კარგი ურთიერთობები აქვს, დასავლეთის საქართველოს მიმართ კრიტიკული განცხადებების მიუხედავად. “როდესაც ამბობ, რომ ვაშინგტონის ოფიციალური პირები ეწინააღმდეგებიან “ქართული ოცნების” ქმედებებს, მაგრამ ამტკიცებ, რომ აშშ-თან “რეალური” ურთიერთობები ისევ ისეთი ჯანსაღია, როგორც ყოველთვის – ეს ყალბი ინფორმაციაა! ორივე ერთად ვერ იქნება.”

ბოლოს, მან თქვა: “არ შეგიძლია ამტკიცო, რომ წარმოადგენ ხალხს, გსურს მომავალი ევროპაში და მტკიცე ურთიერთობები ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ხოლო შემდეგ გააკეთო ისეთი რამეები, რაზეც შენი ხალხი და მეგობრები მიგითითებენ, რომ ეს ზუსტად ის არის, რასაც რუსეთი აკეთებს და რაც რუსეთს სურს;” შემდეგ კი დასძინა: “ეს სიგიჟეა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ქვეყნის 20 პროცენტი რუსეთს ოკუპირებული აქვს.” 

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button