skip to content
ახალი ამბები

მოსკოვი და ცხინვალი ერთობლივ საბაჟო კონტროლზე შეთანხმდნენ 

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ხელისუფლება და რუსეთი ჩრდილოეთ ოსეთთან დამაკავშირებელი „ნიჟნი ზარამაგის“ გამშვებ პუნქტზე ტვირთებისა და მანქანების ერთობლივ საბაჟო კონტროლზე შეთანხმდნენ. ინფორმაციას ადგილობრივი სააგენტო „რესი“ ავრცელებს.

ცხინვალის „პრეზიდენტმა“ ანატოლი ბიბილოვმა განაცხადა, რომ შემუშავდა საგზაო რუკა, რომელიც არსებულ საბაჟო ბარიერებს „მინიმუმამდე დაიყვანს“, ხოლო განბაჟებასა და ტრანსპორტირებასთან დაკავშირებულ პრობლემებს სამხრეთ ოსეთის მებაჟეები მოაგვარებენ.

ბიბილოვმა საბაჟო კონტროლის საკითხი 18 ნოემბერს მოსკოვში რუსეთის ეკონომიკის მინისტრის მოადგილესთან, მიხეილ ბაბიჩთან შეხვედრაზე განიხილა. მაშინ მხარეები შეთანხმდნენ, რომ „ნიჟნი ზარამაგის“ საბაჟოზე არსებულ დაბრკოლებებს მოაგვარებდნენ.

ეს თემა კიდევ უფრო გამწვავდა 2020 წელს კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვების, ასევე ცხინვალსა და მოსკოვს შორის საბაჟო კონტროლის შესახებ ახალი შეთანხმების გამო, რომელიც წელს შევიდა ძალაში.

მედიასაშუალებები არაერთხელ იტყობინებოდნენ „ნიჟნი ზარამაგის“ გამშვებ პუნქტზე გაჭიანურებული საბაჟო კონტროლის შესახებ. სირთულეები, ძირითადად, ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წესების შესაბამისად დოკუმენტების გაფორმებას უკავშირდებოდა.

მსგავსი/Related

Back to top button