
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი საქართველოს უნივერსიტეტის ქონების ჩამორთმევას ითხოვს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, დავით გურგენიძემ პროკურატურას მიმართა ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას მიერ დაარსებული კერძო უნივერსიტეტის, საქართველოს უნივერსიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების ჩამორთმევის მოთხოვნით. მისი თქმით, ეს ქონება წინა ადმინისტრაციის დროს მათ უკანონოდ ჩამოერთვათ.
გურგენიძე ამტკიცებს, რომ სააკაშვილის ოჯახმა უკანონოდ შეიძინა ქონება ტექნიკური უნივერსიტეტისგან, რაზეც ასევე საუბარია „ქართული ოცნების“ საპარლამენტო კომისიის ბოლოდროინდელ ანგარიშში.
„წინა ხელისუფლების დროს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქონების უდიდესი ნაწილი ფაქტობრივად, მიტაცებული იქნა ყოფილი პრეზიდენტის ოჯახის მიერ“, – განუცხადა გურგენიძემ ჟურნალისტებს 17 ოქტომბერს. „ეჭვია, რომ იქ სავარაუდოდ სისხლის სამართლის დანაშაულია“.
გურგენიძის თქმით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს „არცერთი კაპიკი არ მიუღია“ ქონების გადაცემიდან. „მან [გიული ალასანიამ] საქართველოს ბიუჯეტში გადაიხადა თუ არა, ეს უკვე გენერალური პროკურატურის მოკვლევის საგანია“, – აღნიშნა მან და დასძინა: „ვითხოვთ, რომ ის მოგება, რომელიც უნივერსიტეტმა მრავალი წლის განმავლობაში ვერ მიიღო, დაინიშნოს ექსპერტიზა და დაუბრუნდეს უნივერსიტეტს, ახალგაზრდობას და პროფესორ-მასწავლებლებს”
17 ოქტომბერს ჟურნალისტებთან საუბრისას, „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ქონების გადაცემას „აბსოლუტურად ღია თავხედობა“ უწოდა.
„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კონკრეტული ინფრასტრუქტურა გადაეცა 1 ლარად პრეზიდენტის ოჯახის წევრს, რაც არის აბსოლუტურად ღია თავხედობა“, – განაცხადა კობახიძემ. „რა თქმა უნდა, საინტერესო იქნება ამ საკითხის შესწავლა. დაველოდოთ შესაბამისი უწყებების პასუხს“.
„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კონკრეტული ინფრასტრუქტურა პრეზიდენტის ოჯახის წევრს 1 ლარად გადაეცა, რაც აშკარა თავხედობის აქტია“, – განაცხადა კობახიძემ. „საინტერესო იქნება ამ საკითხის შესწავლა. დაველოდოთ შესაბამისი ორგანოების პასუხს“.
This post is also available in: English