![](https://civil.ge/wp-content/uploads/2019/12/2812vazhagaprindashvili.jpg)
საერთაშორისო თანამეგობრობა მიესალმა ცხინვალის ციხიდან ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებას
საერთაშორისო თანამეგობრობა მიესალმა ცხინვალის ციხიდან ქართველი ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებას.
აშშ-ის საელჩომ თბილისში განაცხადა, რომ უერთდება „ყოველი ქართველისა და საერთაშორისო საზოგადოების წარმომადგენელთა სიხარულს იმასთან დაკავშირებით, რომ იგი შინ დაბრუნდა და დღესასწაულებს ოჯახთან ერთად გაატარებს“.
- აშშ-ის საელჩო რუსეთსა და ოკუპირებულ ცხინვალს ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს
- ევროკავშირი ვაჟა გაფრინდაშვილის „დაუყოვნებლივ“ გათავისუფლებას ითხოვს
„ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ დე ფაქტო ხელისუფლებას გახსნას ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის მიმდებარე გადასასვლელი პუნქტები და დაუშვას ადგილობრივი მოსახლეობის თავისუფალი გადაადგილება და ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება“, – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.
„ამერიკის შეერთებული შტატები ინარჩუნებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ურყევ ერთგულებას“, – აცხადებს საელჩო.
ევროკავშირის ელჩი საქართველოში, კარლ ჰარცელი ასევე მიესალმა გაფრინდაშვილის გათავისუფლებას ახალი წლის წინ. იმავდროულად, მან გამშვები პუნქტების დაუყონებლივ განხსნის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
ეუთოს გენერალურმა მდივანმა, თომას გრემინგერმა დაწერა Twitter-ზე, რომ „დაკავებები აღარ უნდა მოხდეს და თავისუფალი გადაადგილებული მუდმივად ყველასთვის გარანტირებული უნდა იყოს“.
ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ედგარს რინკევიჩსი ასევე მიესალმა ინფორმაციას ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების თაობაზე.