skip to content
ახალი ამბები

ევროკავშირი ვაჟა გაფრინდაშვილის „დაუყოვნებლივ“ გათავისუფლებას ითხოვს

ევროკავშირმა 20 დეკემბერს, გვიან საღამოს, ოკუპირებული ცხინვალის მიერ ქართველი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილისთვის 1 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განცხადება გამოაქვეყნა.

გუშინდელ განცხადებაში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში წამყვანმა პრესსპიკერმა პიტერ სტანომ აღნიშნა, რომ „9 ნოემბერს ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავების შემდეგ, ევროკავშირმა მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლება არაერთხელ მოითხოვა“.

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის სასამართლოს მიერ ვაჟა გაფრინდაშვილის საქმეზე 20 დეკემბერს გამოტანილი განაჩენის გათვალისწინებით, „ჩვენ კიდევ ერთხელ ვიმეორებთ ჩვენს მოლოდინს, რომ ცხინვალის მმართველი ხელისუფლება ბატონ გაფრინდაშვილს დაუყოვნებლივ გაათავისუფლებს და საკუთარ ოჯახს დაუბრუნებს“, – აღნიშნა პიტერ სტანომ.

პრესსპიკერმა „ადგილობრივი მოსახლეობის შეუზღუდავი და თავისუფლი გადაადგილების აღდეგნისთვის დაუყოვნებლივი ნაბიჯების გადადგმის მნიშვნელობასაც“ გაუსვა ხაზი.

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. ხელისუფლების გადაწყვეტილებით, რეგიონის დანარჩენ საქართველოსთან დამაკავშირებელი ყველა გამშვები პუნქტი სექტემბრის დასაწყისიდან დაკეტილია.

ასევე წაიკთხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button